ეს ნამდვილად იყო ჟურნალისტებზე გარკვეული ჯგუფების მიერ ორგანიზებული თავდასხმა - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 506 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე საუბრისას და ორგანიზატორების დასჯის მნიშვნელობას უსვამს ხაზს:
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ორგანიზატორები უნდა გამოვლინდნენ და აუცილებლად დაისაჯონ. შესაბამისი ვიდეოკადრებიც არსებობს და, როგორც ვიცი, გამოძიებისთვის ჩვენებების მიცემა ინტენსიურად გრძელდება. რაც ყველაზე მთავარია, მე პირადად არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი უცებ მომხდარი ამბავი იყო." - ამბობს კახა კუჭავა.