ეს დღე გვახსენებს "ნაციონალური მოძრაობის" ღალატს - კობახიძე აგვისტოს ომზე

გამოქვეყნდა:

ეს დღე გვახსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - ასე ეხმაურება ირაკლი კობახიძე ომის 13 წლისთავს და "ფეისბუქზე" წერს:

„8 აგვისტო გვახსენებს გიორგი ანწუხელიძის, შინდისის გმირების, ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირის გმირობას, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.

ეს დღე გვახსენებს რუსულ აგრესიასა და ოკუპაციას, რომელმაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ათასობით ადამიანი დევნილად აქცია.

ეს დღე გვახსენებს „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც რუსეთს ჩვენი ორი ისტორიული კუთხის ოკუპაციის საშუალება მისცა და ეს ოკუპაცია თავისივე ხელმოწერით გაუფორმა.

უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ!

უნდა გვახსოვდეს რუსული აგრესია, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა არ დავთმოთ!

უნდა გვახსოვდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ღალატი, რომ გავუფრთხილდეთ სამშობლოს და მისი გაყიდვის შესაძლებლობა აღარასდროს აღარავის მივცეთ!” - წერს კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი