აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და მთავრობის საქმიანობა ამის საპირისპიროა - კანდელაკი

გამოქვეყნდა:

"აუცილებელია საქართველოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო" - ამბობს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი.

დღეს პარტიის ლიდერები ერგნეთში, საოკუპაციო ზოლთან ჩავიდნენ, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი რუსეთის აგრესორობას და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, რომ წამოწიონ საქართველოს ოკუპაციის საკითხი და გააძლიერონ ზეწოლა რუსეთზე მათ ხელში არსებულ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

"ომის დაწყების თარიღი არის რა თქმა უნდა 7 აგვისტო, ასე აღნიშნავს მთელი ცივილიზებული სამყარო საქართველოსა და რუსეთი მთავრობების გარდა, მაგრამ დღეს 8 აგვისტოს ჩვენ არამხოლოდ პატივს მივაგებთ იმ გმირებს, რომლებმაც შეაჩერეს მტრის სწრაფი შემოსვლა ჩვენს ტერიტორიაზე, არამედ სწორედ აქედან, საოკუპაციო ხაზიდან გვინდა ხაზი გავუსვათ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის არამხოლოდ გახსენება ამ დღეების, არამედ მომავალზე ფიქრი და დეოკუპაციაზე ფიქრი, დეოკუპაცია რა თქმა უნდა შეუძლებელია საერთაშორისო ასპარეზზე , დასავლეთსა და რუსეთს შორის საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის გარეშე. ბოლოს, როცა შეხვდნენ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტები სამწუხაროდ არ იქნა დაძრული საქართველოს საკითხი, როგორ შეიძლება ეს იყოს კარგი თუ ამერიკის პრეზიდენტი არ დაძრავს საქართველოს საკითხს, როგორ შეიძლება ეს ჩაითვალოს საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებად. სწორედ 8აგვისტოს საოკუპაციო ხაზიდან ჩვენ გვინდა მივმართოთ ჩვენს მოქალაქეებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ აუცილებელია საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და საქართველოს მთავრობის საქმიანობა არის ყველაფერი ამის საპირისპირო."-  განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი