"ოცნების" ხელისუფლების ასვლა გმირთა სასაფლაოზე, იგივეა, რომ ის რუსი ოფიცრები ავიდნენ იქ, რომლებმაც ჩაგვიხოცეს ჩვენი გმირი ბიჭები - ასე აფასებს "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა, აგვისტოს ომის 13 წლისთავზე, პრემიერის გაკეთებულ განცხადებებს.
"ღარიბაშვილის და საერთოდ "ოცნების" ხელისუფლების ასვლა გმირთა სასაფლაოზე, ეს იგივეა, რომ ის რუსი ოფიცრები ავიდნენ იქ, რომლებმაც ჩაგვიხოცეს ჩვენი გმირი ბიჭები. რადგანაც დღეს, ივანიშვილის ხელისუფლება წარმოადგენს რუსეთის, კრემლის, პუტინის საოკუპაციო რეჟიმს საქართველოში. ისინი საკუთარ ქვეყანას ადანაშაულებენ და ამით დასცინიან იმ გმირებს, ვის საფლავზეც იყვნენ ასული",- თქვა გიორგი გუგავამ
ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა აგვისტოს ომს "ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია" უწოდა- განცხადება პრემიერმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა და ყველაფერი ტრადიციულად წინა ხელისუფლებას დააბრალა .