"გოიმი" - კობახიძის ეპითეტი, რომლის შეფასებასაც "ოცნება" გაურბის, ოპოზიცია კი აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან და ამ გოიმობის გამო ისინი მიიღებენ პასუხს, - პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ოპოზიციის პოლიტიკური კლასიფიკაცია ახალი ტერმინებით დაიწყო.

ირაკლი კობახიძემ არაკორექტული გამონათქვამებით ხელისუფლების ოპონენტები მოიხსენია და ბოლოს დააკონკრეტა, რომ ყველაზე მეტად გიგა ბოკერია არ მოსწონს.

"გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში", - ამბობს კობახიძე.

ირაკლი კობახიძეს მისმა მთავარმა ადრესატმა დღეს ორჯერ უპასუხა. ბოკერიამ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს "კომპლიმენტისთვის" მადლობა გადაუხადა.

"თუ ხარ გოიმი, უნდა იყო ნომერ პირველი გოიმი", - აღნიშნა ბოკერიამ.

ირაკლი კობახიძე ნეგატიური პერსონაჟია მისი ყოფილი თანაგუნდელებისთვის. დეპუტატებს არც ყოფილი სპიკერის პოლიტიკური გზავნილები ესმით, არც იუმორი და არც ოპონენტების შეფასების სისტემა.

ყოფილი თავმჯდომარის დაწყებული დისკუსია კი პარლამენტში მამუკა მდინარაძემ გააგრძელა. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების დიდი ნაწილი ირაკლი კობახიძის განცხადებებმა უხერხულობაში ჩააგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი