ინკასო ტელეკომპანიებს - მედიაექსპერტები ორმაგ სტანდარტებსა და „ოცნების“ სადამსჯელო ღონისძიებაზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

„ქართულმა ოცნებამ“ კრიტიკული მაუწყებლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო. ხელისუფლება ტელევიზიების პარალიზებას ცდილობს.

ფინანსთა სამინისტრომ  ყველა იმ არხს, რომლის პოზიციაც სახელისუფლებო გუნდისთვის მიუღებელია, ინკასო დაადო.  

რაც იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი ტელევიზია საბანკო ანგარიშებს ვერ გამოიყენებს და ოპერირებისთვის აუცილებელ გადარიცხვებს ვერ შეასრულებს.

ინკასო ვრცელდება იმ ტელევიზიებზეც, რომლებსაც სახელმწიფოს მიმართ მინიმალური დავალიანება აქვთ და ეს იმ ფონზე, როდესაც სახელისუფლებო არხების დავალიანება ჯამში ათობით მილიონი ლარია.

ტელევიზიებისთვის ინკასოს დადებას „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი „თამაშობს“.

„დავხუროთ ყველა ტელევიზია, რომელიც ჩვენი არ არის - ეს არის ივანიშვილის თამაში“, - ამბობს ნიკა გვარამია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი