ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი, ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია კიდევ ერთ ოკუპირებულ რეგიონს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

"ეხო კავკაზას" ინფორმაციით, ბჟანიამ და მისმა მასპინძელმა ანატოლი ბიბილოვმა ახალგორში ქსნის ერისთავების სასახლე და არმაზის წმინდა გიორგის ეკლესია მოინახულეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქსნის ერისთავების ისტორიულ სასახლეს ცოტა ხნის წინ მიანიჭა "ისტორიული მხარეთმცოდნეობის სახელმწიფო მუზეუმის სტატუსი".

დე-ფაქტო კულტურის მინისტრი ჟანა ზასეევა ივნისში აცხადებდა, რომ "მუზეუმი წარმოადგენს განსაკუთრებულ ფასეულობას, იქ ინახება ოსების ისტორიის შუა საუკუნეების მასალები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი