ქორწილის, ქელეხის და სხვა ღონისძიების მასპინძლობისთვის ობიექტის მეპატრონე 10 000 ლარით დაჯარიმდება

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სოციალური ღონსიძიებების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში შესაბამისი ობიეტი დაილუქება.

"კვების ობიექტების მუშაობა შეზღუდულია 00:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში, რის აღსრულებასაც სახელმწიფო კიდევ უფრო გაამკაცრებს. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, მთავრობის დადგენილებით აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე. სხვა. მსგავსი ღონისძიების მასპინძლობისთვის კვების ობიექტი თუ სხვა სარიტუალო დარბაზის მფლობელი პირველ ჯერზე 10 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მოხდება შესაბამისი ობიექტის დალუქვა", - თქვა გიორგი ღიბრაძემ.

ცნობისთვის, დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 10 აგვისტოდან, ღია სივრცეში, სადაც 5 ან მეტი ადამიანი შეიკრიბება პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი