კოვიდგადატანილები, ვისაც ვაქცინის 1 დოზა გაკეთებული აქვთ სრულად აცრილებთან გათანაბრდებიან

გამოქვეყნდა:

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდგადატანილი პირები, ვისაც ერთხელ ვაქცინა გაკეთებული აქვს ისინი ორი დოზით ვაქცინირებულ პირებთან გათანაბრდებიან და მათზეც იგივე რეგულაციები გავრცელდება, რაც სრულად ვაქცინირებლებისთვის იმოქმედებს.

აღნიშნული ცვლილება ქვეყანაში უცხოეთიდან შემოსულ ადამიანებს ეხებათ:

"ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა, როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, იქ იცრებიან მხოლოდ ერთხელ და ეს ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად, შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსით და თუ ადამიანს გადატანილი აქვს და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს რაც ორჯერ აცრილ ადამიანს. ეს ჩვენი რეგულაცია არაა, მე ვსაუბრობ იმ ქვეყნებიდან შემოსულ პირებზე, რომლებსაც ეს სტატუსი აქვთ მათ ქვეყანაში მიღებული", - თქვა გიორგი ღიბრაძემ.

ცნობისთვის, დღეს საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 10 აგვისტოდან, ღია სივრცეში, სადაც 5 ან მეტი ადამიანი შეიკრიბება პირბადის ტარება ისევ სავალდებულო ხდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 146 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 44 გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი