დენიელ ფრიდი "ოცნებას" - არ გინდათ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ?

გამოქვეყნდა:

იფიქრეთ ქვეყანაზე! ამას ვეტყოდი "ქართულ ოცნებას": არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ? რუსებს სურთ, რომ მათი მარიონეტები იყოთ - განცხადება ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტაჟის მქონე ამერიკელმა დიპლომატმა და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დენიელ ფრიდმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში გააკეთა.

ფრიდდმა ინტერვიუში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე, ომის შემდგომ პერიოდსა და ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა.

ინტერვიუში მან საქართველოში პოლიტიკური ელიტის მხარეებსა და ქვეყნის უკეთესი განვითარებისთვის, მათ როლზე ისაუბრა.

​"იფიქრეთ ქვეყანაზე!" ამას ვეტყოდი "ქართულ ოცნებას": არ გინდათ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერები იყოთ? რუსებს სურთ, რომ მათი მარიონეტები იყოთ. ოპოზიციურ პარტიებს კი ვეტყოდი, რომ ოპოზიციის მიზანი უნდა იყოს, შექმნას პირობები უკეთესი მმართველობისთვის, არა მხოლოდ ქაოსი. ეს მხოლოდ ელიტებს შორის მანევრირება არ უნდა იყოს.

ქართველი ხალხისთვის მუშაობა და მათი დახმარების გზის პოვნა არის ის, რაც უკეთეს პოლიტიკას შექმნის. და ლიდერი, რომელიც აღმოაჩენს ამ გზებს, დაიწყებს არჩევნების მოგებას. ვიცი, ეს საშინლად გულუბრყვილოდ ჟღერს, მაგრამ ეს უკეთესია, ვიდრე უსასრულო პოლიტიკური მანევრირება, რაც აუცხოებს ადამიანებს",- თქვა დენიელ ფრიდმა.

ინტერვიუში ფრიდმა აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მომავლის შექმნის შესაძლებლობა აქვს, თუმცა ის შიგნიდან უნდა გაძლიერდეს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი