გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ბოლო 3 თვის განმავლობაში ბიუჯეტიდან 400 ათას ლარამდე თანხა გადაუხადა იმ კომპანიებს, რომლებმაც რუსული წარმოების ტრენაჟორები დაამონტაჟა.
ოპოზიციასა და არასამათვრობო სექტორში ამბონენ, რომ ამ ყველაფერმა სისტემატური ხასიათი მიიღო და ხალხის ფულით ფაქტობრივად ოკუპაციას აფინანსებს.
თავად გორის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი რუსული წარმოების ტრენაჟორების დამონტაჟებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ტენდერის წესის თანახმად, ტენდერში ის კომპანია იმარჯვებს, რომელიც ყველაზე დაბალბიუჯეტიანია.
"ცხადდება ტენდერი, იქ ვერ ჩადებ მოთხოვნას, რუსული არა, ჩინური არა, გერმანული არა - ასეთი მოთხოვა შეუძლებელია, მერე დაგაჯარიმებენ, იმხელა ჯარიმას აგკიდებენ, შეიძლება მთელი ბიუჯეტი არ ეყოს ამას. იქ არ არის მითითებული, აუცილებლად რუსული უნდა იყოს, კომპანია იმარჯვებს, იცით ტენდერის წესი, ვინც ყველაზე იაფ ფასს დებს, ის იმარჯვებს და რუსულს მოიტანს, უკრაინულს, ინდურს, ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული", - თქვა მერმა.
ბოლო წლების განმავლობაში, რუსული წარმოების ტრენაჟორებსა და ტექნიკაში ბიუჯეტიდან თითქმის 2 მილიონი ლარი დახარჯა.
ცნობისთვის, 13 წლის წინ ამ დღეს, 9 აგვისტოს რუსეთმა გორში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა.