ქუთაისში ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა წელიწადზე მეტია გადაკეტილია - წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია მარტში უნდა დასრულებულიყო. მოსახლეობა ამბობს, რომ სამუშაოები ჭიანურდება და მტვერში ცხოვრება გაუსაძლისია. მათი თქმით, "ორმოებში დილიდან ბაყაყები ყვირიან, სიბინძურე და ანტისანიტარიაა".
ქუჩაზე განთავსებული მცირე მეწარმეების ბიზნესი უგზოობის გამო კოტრდება.
"როგორც ვიცი, კალაძის მამა ლობირებს იმ ფირმას, რომელმაც ეს პროექტი მოიგო, წამოგორებულია, სძინავს და ხალხი იტანჯება. დაკეტილია ცენტრალური მონაკვეთი, ტრანსპორტი ვერ დადის, მგზავრი იგინება, მოსახლე იგინება, მძღოლი იგინება",- ამბობს გოგი წულაია პარტია "ახალი ქრისტიან-დემოკრატების"თავმჯდომარე.
ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენელი, გურამ თათარაშვილი, წლობით მოუგვარებელ ინფრასტრუქტურულ პრობლემას პროექტში დაუგეგმავ ცვლილბებს აბრალებს - "კომუნიკაციებს შევეჯახეთ ბევრს, არარსებული კანალიზაციების ხელახლა გაკეთება მოგვიხდა და პროექტში ბევრი ცვლილებები შევიდა, დამატებითი სამუშაოები ჩატარდა".
ცნობისთვის, საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოებს "ბლექ- სი" ჯგუფი აწარმოებს.