სიკვდილიანობით პირველ ადგილზე გავედით ევროპაში -წერს ფეისბუქზე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი რომან გოცირიძე და კოვიდსტატისტიკის ცხრილს აქვეყნებს.
"პირველ ადგილზე გავედით ევროპაში სიკვდილიანობით. მეორე ადგილზე მყოფს ვუსწრებთ 35 პროცენტით, მესამე ადგილზე მყოფს 5-ჯერ.
გადადგეს მკვლელი მთავრობა!!!", - წერს გოცირიძე
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი .