ძალიან მტკივნეულია წელიწადის ეს დრო, როცა ვიხსენებთ, რამდენი ადამიანი დაიხოცა ომში - კელი დეგნანი

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლები დღემდე განიცდიან რუსულ აგრესიას -  რეგიონში რუსულ პროპაგანდასა და რეაგირებაზე ახალქალაქში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში შეერთებული შტატების ელჩმა ისაუბრა.

კელი დეგნანმა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთმა საქართველოდან ჯარები უნდა გაიყვანოს, უკან წაიღოს აფხაზეთის და ოსეთის ე.წ. აღიარება და ჰუმანიტარული დერეფნები გახსნას.

​"ძალიან მტკივნეულია წელიწადის ეს დრო, როცა ვიხსენებთ წარსულს, თუ რამდენი ადამიანი დაიხოცა ომში. ეს პროცესები კვლავ გრძელდება იმ მოსახლეობისთვის, ვინც ადმინისტრაციულ გამყოფ საზღვართან ცხოვრობს. იმისთვის, რომ ამ საკითხის მოგვარების იმედი გაჩნდეს, აუცილებელია რუსეთმა ძალები საქართველოდან გაიყვანოს. მათ უნდა წაიღონ უკან ამ ტერიტორიების აღიარება და გახსნან ჰუმანიტარული დერეფნები, რადგან ყველას, ვინც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობს, ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღონ ის ჰუმანიტარული დახმარება, რაც მათ სჭირდებათ",- თქვა კელი დეგნანმა.

წელს აგვისტო ომის 13 წლისთავია 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი