მთაწმინდის გამგებელმა, რომლის ყოველთვიური შემოსავალიც 4000 ლარამდეა, 2017 წელს, ტაბახმელაში 180 კვადრატული მიწის ნაკვეთი ოფიციალურად, მიზერულ ფასად შეიძინა. სწორედ ამ დროს დაინიშნა ის გამგებლად.
ნაკვეთ კი, სადაც 2020 წელს, მერიამ სახლის პროექტი დაუმტკიცა, სწორედ მთაწმინდის რაიონს ეკუთვნის - დავით კირკიტაძემ 1 კვადრატულში სულ რაღაც 25 ლარი გადაიხადა.
სახლი თითქმის დასრულებულია და მხოლოდ მოსაპირკეთებელი სამუშაოები დარჩა. გამგებელი პროექტის მიხედვით კედლებს ბუნებრივი ქვითა და ხის პანელებით გაალამაზებს, ფანჯრებს კი მუქი ფერის ალუმინისას დატოვებს.
კირკიტაძე თბილისში ორ ბინას ფლობს, აქედან ერთი 2017 წელს კირკიტაძის მეუღლემ თამარ ზასუხინამ შეიძინა, ზასუხინას სახელზეა ტაბახმელას მიწის ნაკვეთიც. დეკლარაციის მიხედვით კი გამგებელის მეუღლის ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ 800 ლარია.
თამარ ზასუხინა ღვინის კომპანია „ვინაგორას“ 100 % - იანი წილის მფლობელიცაა, თუმცა ამ კომპანიიდან მას შემოსავალი არ უფიქსირდება.
ოპოზიციაში ეჭვობენ, რომ შესაძლოა საქმე შემოსავლების დაფარვასთან გვქონდეს და ფიქრობენ, რომ კალაძის ფავორიტ გამგებელს გამდიდრებაში თავად კალაძე ეხმარება.
დავით კირკიტაძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, გამგეობის პრესსამსახურმა კი განმარტა, რომ დეკლარაციაში ასახული ინფორმაციით უნდა დავკმაყოფილებულიყავით.