ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა - NYT

გამოქვეყნდა:

ამერიკული გამოცემა New York Times-ის კორონავირუსის მსოფლიო რუკის თანახმად, ბოლო 1 კვირის მონაცემებით, საქართველო 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების შემთხვევებით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ბოლო 7 დღის განმავლობაში ახალი ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 3 758-ა, რაც 100 000 მოსახლეზე 101 შემთხვევას გულისხმობს.

NYT-ის რუკის თანახმად, ბოლო 14 დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის შემთხვეევების რაოდენობა 68%-ით გაიზარდა.

დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი