პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს და 2008 წლის ომში ოპონენტების პასუხისმგებლობაზე საუბრობს.
"ნაციონალურ მოძრაობაზე" ღარიბაშვილმა ამჯერად მარნეულში "ოცნების" მეორბის კანდიდატის წარდგენის დროს ისაუბრა. მისი აზრით, ენმ არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დარჩენას და დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში ყოფნასაც.
"2008 წლის აგვისტოს ომის გამოუსწორებელი შედეგი მართლაც ძალიან მძიმე აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის. ომი არის ყველაზე საშინელება, მეგობრებო. ხელისუფლება, რომელიც ვერ ააცილებს საკუთარ ხალხს და საკუთარ ქვეყანას ომს, ის ხელისუფლება, ის პოლიტიკოსი, ის მმართველი არ იმსახურებს არათუ ხელისუფლებაში დარჩენას და დაბრუნებას, არამედ პოლიტიკაში დარჩენას.
ჩვენი გუნდი, "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შეძლო ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის და განვითარების შემოტანა ჩვენ ქვეყანაში. ეს არის ერთადერთი ხანგრძლივი პერიოდი, 8 წლიანი პერიოდი, როცა ჩვენ ქვეყანას საბედნიეროდ არ ჰქონია ომი, ჩვენ ვართ მართლა ხალხზე ორიენტირებული ხელსიუფლება და მთავრობა", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" შეცდომების მოსდის, მაგრამ ეს უბრალოდ შეცდომებია.
ერთადერთი ხანგრძლივი პერიოდია, როცა ქვეყანას არ ჰოქნია ომი, მართლა ხალხზე ორიენტირებული მთავრობა ვართ - ღარიბაშვილი