"ქართული ოცნება" ამჯერადაც დარწმუნებულია, რომ თვითმარველობის არჩევნებში უპირობოდ გაიმარჯვებს და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება. პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ.
"დღეს ქართულ ოცნებას ალტერნატივა არ აქვს საქართველოში. ჩვენ შეგვიძლია მართვა, ჩვენ შეგვიძლია პასუხიმსგებლობის აღება თითოეულ ჩვენ მოქალაქეზე, ჩვენი ქვეყნის ბედზე და ჩვენი ხალხის ბედზე. ჩვენ ძლიერად უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებზე, უნდა დავასტაბილუროთ ქვეყანა, მომდევნო 3 წელი უნდა იყოს განვითარების წლები, ჩვენ ყველაფერი, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. 2024 წელს კიდევ უფრო ძლიერად უნდა შევხვდეთ საპარლამენტო არჩევენებს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება და "ოცნება" საკმარისი ხმების მიღებას ვეღარ შეძლებს.
ცნობისთვის, არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.