ქუთაისის ეკონომიკა გაჩერებულია - გიგა შუშანია ქუთაისის ბიუჯეტის სეკვესტრს პროგნოზირებს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია შემოდგომაზე ქუთაისის ბიუჯეტის სეკვესტრს პროგნოზირებს - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიგა შუშანია, ამბობს, რომ 6 თვის ბიუჯეტი სრულად ვერ შესრულდა. მისი თქმით, სავარაუდოდ, ქუთაისის მერიას, როგორც გასულ წელს, ბიუჯეტის სეკვესტრი ან ახალი ვალის აღება მოუწევს.

"ქუთაისის მერიამ გამოაქვეყნა 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში, სადაც წერია, რომ შემოსავლების დიდი ნაწილი დაგეგმილზე დაბალი პროცენტითაა შემოსული. ეს ნიშნავს, რომ ქუთაისის ეკონომიკა გაჩერებულია. დღეს ქუთაისის ბიუჯეტი, სამწუხაროდ, დგას მოსახლეობის ჯარიმებიდან, საურავებიდან ამოღებული თანხებით, ასევე, საგარეო ვალიდან შევსებული თანხებით, ცენტრალური ბიუჯეტიდან. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველდღიურად ქუთაისში კიდევ უფრო მცირდება სამუშაო ადგილები, ეკონომიკა არის ძალიან მძიმე დღეში",- ამბობს გიგა შუშანია. 

ცნობისთვის, ამ დროისთვის თვითმმართველობას უკვე 28 მილიონი ვალი აქვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი