13 აგვისტოს ილია მეორე არ აიცრება - ინფორმაციას საპატრიარქო უარყოფს

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთერთობის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე არ ადასტურებს პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას. 

დღეს, საინფორმაციო სააგენტომ informers.ge-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 13 აგვისტოს ილია მეორე საჯაროდ აიცრებოდა, რათა სკეპტიკურაად განწყობილი მოსახლეობისთვის მაგალითი მიეცა.

"13 ივნისს პატრიარქის აცრის შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს" - წერს ანდრია ჯაღმაიძე. 

დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი