დღიდან, 10 აგვისტოდან "ფაიზერის" ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
"ფაიზერის" მეორე დოზით აცრის პროცესი 15 აგვისტოდან დაიწყება. საქართველში ამ ვაქცინით აცრა 16 წლის ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.
თუ ვაქცინის პირველი დოზა ჯერ არ გაგიკეთებიათ შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ამჟამად "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინებია ხელმისაწვდომი.
COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ - 144-3 და 15 22-ს .
დღეს, 10 აგვისტოს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებლის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით კიდევ 54 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი კი დამატებით 5 697 ადამიანს დაუდასტურდა.