ქართული ოცნება უმძიმესი არჩევანის წინაშეა. საქართველოს დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ქვეყნისგან პირველ რიგში დემოკრატიული ღირებულებების დაცვას მოითხოვენ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ერთიანდებიან. პოლიტიკურ-დიპლომატიურ კულუარებში აქტიურად მიმდინარეობს კამათი მოქმედი პრემიერმინისტრის პოსტიდან წასვლის და მისი პარლამენტის თავმჯდომარით ჩანაცვლების შესახებ.
პარლამენტის თავმჯდომარე ჯერჯერობთ არ ადასტურებს, თუმცა "მთავარი არხის" ინფორმაციით საკადრო ცვლილება გარდაუვალია.