რუსულად არ მელაპარაკებოდნენ, საუბრობდნენ ინგლისურად, კატასტროფა! -ლუკაშენკო ქართველ ახალგაზრდებზე

გამოქვეყნდა:

რუსულად არ მელაპარაკებოდნენ, საუბრობდნენ ინგლისურად, მე მათ თარჯიმნის საშუალებით ვესაუბრებოდი, კატასტროფა! - ასე იხსენებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რამდენიმე წლის წინ, საქართველოში ვიზიტს.

"მან (პრეზიდენტმა გიორი მარგველაშვილმა) ვიღაც მოიწვია, ისინი რუსულად არ მელაპარაკებოდნენ, საუბრობდნენ ინგლისურად, მე მათ თარჯიმნის საშუალებით ვეურთიერთობოდი. კატასტროფა! მომავალში კიდევ უფრო უარესი იქნება", თქვა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკო ამბობს, რომ საქართველო "უკვე ძალიან დაშორდა" სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებს.

ცნობისთვის, ბელარუსის პრეზიდენტმა 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავზე,  პრესკონფერენცია გამართა, რომელიც 8 საათი გაგრძელდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი