სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოები არასათანადოდ და ხარვეზებით არის ჩატარებული - ეს დასკვნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიის დადგენილებაში ჩაიწერა. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა პრობლემა, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში უარყოფდა. ოფიციალურ დოკუმენტში გელათი დასახელებულია სათანადო პროფესიული უნარებისა ან მასალების არქონის გამო შეუსაბამო, ძეგლის უნივერსალური ღირებულების დამაზიანებელ რესტავრაციათა რიგში.
იუნესკომ ქვეყნის მთავრობისთვის რეკომენდაციებიც გასცა. მათი შესრულების ვადა 2022 წლის 1 თებერვალს იწურება. ამ დროის განმავლობაში კულტურის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ მარიამ ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ტაძრების სახურავები დროებით ისე გადაიხუროს, რომ ნესტმა ისედაც დაზიანებული ფრესკები კიდევ უფრო მეტად არ დააზიანოს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „საქართველოს მემკვიდრეობამ დააპროექტა“, მშენებლობას კი იკორთა 2007" და "ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი" ახორციელებდნენ. ხარვეზის გამოვლენის შემდეგ, ორივე კომპანია, რომლებმაც გელათი გადახურეს, დაჯარიმდა და ამის შემდეგ უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამოსწორება კომპანია "ბაგინეთი პლუსს" დაევალა. თუმცა ამ ცვლილებაში 1 საეჭვო ნიუანსია, „საქართველოს მემკვიდრეობაც“ და „ბაგინეთი პლუსიც“, ანუ დამპროექტებელი და მშენებარე კომპანიები, ორივე, კახა ტრაპაიძის მფლობელობაშია. დღეს კახა ტრაპაიძე აცხადებს, რომ მხოლოდ დამპროექტებელია და რესტავრაციასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს.
არაპროფესიონალურად ჩატარებული სამუშაოების პარალელურად, სავარაუდოდ ფინანსური დარღვევებიც იკვეთება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადახურვისთვის დახარჯულია 1,5 ლარი თუმცა უშედეგოდ.
იუნესკოს დადგენილება, 2017-2021 წლებს მოიცავს.
კულტურის სამინისტრო და ძეგლთა დაცვის სააგენტო იუნესკოს დადგენილებას ჯერ არ გამოხმაურებია.