"ღალატი, სიმხდალე, ლაჩრობა" - ღარიბაშვილი ჩვეულ რიტორიკას აგრძელებს და წალკის მოსახლეობასაც წარსულზე ესაუბრება

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი ზიზღისა და სიძულვილის კამპანიას აგრძელებს და 2008 წლის ომში ისევ ქვეყნის იმჟამინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს. პრემიერმა ამჯერად წალკის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაიმეორა იგივე, რასაც ბოლო დღეებია ყოველდღიურად ლაპარაკობს:

"ბრძოლის ველიდან გაქცეული და მიწაზე გართხმული მთავარსარდალი. ეს არის ჩვენი ტრაგედია, ეს არის ჩვენი ეროვნული ტკივილი. მაგრამ ეს იყო რეალობა, რეალობა ისაა, რომ ასეთი მხდალი, ლაჩარი ადამიანი მართავდა ჩვენს ქვეყანას. შემთხვევით არაფერი ხდება. სწორედ მის დროს მოხდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია და უბედურება - აგვისტოს ომი, რომლის შედეგადაც ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიების 20%. 2007 წელს რუსეთის ბოლო ქვედანაყოფმა, ჯარმა დატოვა საქართველო რამდენიმე თვეში ასეთი უგუნური ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის და ღალატის შედეგად, ასეთ უმძიმეს პროვოკაციას რომ ვერ ააცილებ საკუთარ ქვეყანას და შემოაბრუნებ რუსულ ჯარს საქართველოში, ეს არის ქვეყნის და ხალხის ღალატი. მაშინ, როდესაც უნდა აჩვენო როგორც ლიდერმა თავდადების და ერთგულების მაგალითი, გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის ბოლო მაგალითი და მიწაზე გართხმული იმ დროინდელი პრეზიდენტის ფოტოებით აჭრელდა მთელი მსოფლიო. სამწუხაროდ, ისევ გვიწევს ამ რეალობასთან ჭიდილი, მაგრამ ჩვენი ხალხი ბრძენია და იღებს სწორ გადაწყვეტილებას." ამბობს ღარიბაშვილი წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე.

"ქართული ოცნების" ხელისუფლების წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი ხაზი სწორედ 2008 წლის ომი და ამ ომში წინა ხელისუფლების დადანაშაულებაა. მუნიციპალიტეტების მერების კანდიდატების წარდგენებზე პრემიერი მოსახლეობას ძირითადად წარსულზე ესაუბრება. ღარიბაშვილის ნარატივს მიჰყვებიან და იმეორებენ "ოცნების" სხვა ლიდერებიც.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი