10 აგვისტოს რეკორდულად ბევრი, 23 935 პირი აიცრა - NCDC

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 10 აგვისტოს რეკორდულად ბევრი -  23 935 პირი აიცრა.

ამჟამად ქვეყანაში ოთხი სხვადასხვა ვაქცინაა ხელმისაწვდომი - "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას". 

"ფაიზერით" აცრა 16 წლის ზემოთ ყველა მოქალაქეს შეუძლია, "ასტრაზენეკას" ასაკობრივი ზღვარი 45 წელია.

  • ვაქცინის დაჯავშნა შესაძლებელია საიტზე - booking.moh.gov.ge.

ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 5 352 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 48 ადამიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი