ჯანმოსა და "ფაიზერის" ხელმძღვანელების "მეგობარი" ღარიბაშვილი - პრემიერის ზღაპრები

გამოქვეყნდა:

იყო და არა იყო რა - პრემიერ ღარიბაშვილს ზღაპრების მოყოლა დღეს უბრალოდ ამ სიტყვებით არ დაუწყია. დანარჩენი ყველაფერი მისი მონათხრობიდან ფენტეზის სტილში განვითარდა. დადგა და ამაყად მოგვიყვა როგორი მეგობრობა აკავშირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, როგორ ურჩია ჯანმოს ხელმძღვანელმა პრივატულ საუბრებში, რომ ჩინური ვაქცინა ეყიდა. 

ჯანმოს გენერალური დირექტორის გარდა, როგორც აღმოჩნდა ის ფაიზერის მწარმოებელი კომპანიის მფლობელთანაც მეგობრობს და მასთანაც პრივატულად ჩურჩულებს. 

არადა, სწორედ იმის გამო რომ მსოფლიოში საქართველო ერთ ერთი ბოლო ქვეყანა იყო, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყო დღეს საათში ორი ადამიანი გვიკვდება. ვაქცინაცია ქვეყანაში შედარებით სწრაფად მხოლოდ ივლისიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც ამერიკამ საჩუქრად ნახევარი მილიონი დოზა ფაიზერი გადმოგვცა.

ღარიბაშვილს არც ამჯერად დავიწყებია ქართული მედია და თქვა რომ სტატისტიკას კრიტიკული მედიები აბუქებენ, თუმცა ამაზე გავლენიანი საერთაშორისო მედიაც წერს და თვალსაჩინოებისთვის გრაფიკებსაც აკეთებს.

საქართველო მსოფლიოში სასიკვდილო ვირუსის გავრცელების მხრივ პირველ ადგილზეა, სიკვდილიანობის მაჩვენებლით კი პირველ ხუთეულში...

ამ დროს კი ქვეყნის პრემიერი პრივატული საუბრების და მაღალ დონეზე გაფორმებული შეთანხმებების შესახებ ეჭორავება ადამიანებს, რომლებიც თავისივე გამოცემული რეგულაციების დარღვევით ჰყავს შეკრებილი. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი