"მთავარის" ინფორმაციით, პრაიმერისში მონაწილეობას არ მიიღებს ზურა ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" და სხვა ოპოზიციური პარტიები ერთიანობის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვან დათმობებზე მიდიან.

ნიკა მელია თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერას მიიღებს, მცირე პარტიები კი ოპოზიციის სახელით მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენენ.

შეთანხმება ფაქტობრივად ძალაშია, თუმცა ჯერ საბოლოო სიტყვა არ უთქვამს "ლელოს".

"სტრატეგია აღმაშენებელი" კი დამოუკიდებლად ეცდება საკუთრი ამბიციების დაკმაყოფილებას. მთავარი ახლა გირჩის პოზიციაა, რომელიც თანამშრომლობაზე თანახმაა, თუმცა კანდიდატს მხოლოდ ხვალ დაასახელებს. "გირჩი მეტი თავისუფლება" პრაიმერისის გზით ერთიან გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მთავარის" ინფორმაციით, პრაიმერისში მონაწილეობას არ მიიღებს ზურა ჯაფარიძე და არჩევანის გაკეთება პარტიის წარმომადგენლებს იმედა კლდიაშვილსა და ცოტნე კობერიძეს შორის მოუწევთ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი