გორის საპატრულო პოლიციიდან თამაზ ჯოხაძის შესაძლო გათავისუფლების იძულების შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, პატრულ-ინსპექტორმა დისციპლინურ გადაცდომაზე შენიშვნა მიიღო რამაც მისის "გაღიზიანება გამოიწვია".
მათივე ცნობით, თამაზ ჯოხაძე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ.
"გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, თითქოს მას ხელმძღვანელი პირები სამსახურიდან წასვლას აიძულებენ.
მიმდინარე წლის 11 აგვისტოს გორის საპატრულო პოლიციაში ხელმძღვანელების მიერ აღნიშნულ თანამშრომელთან მისი შესაძლო დისციპლინური გადაცდომებისა და უკანონო საქმიანობის შესახებ ჩატარდა გასაუბრება, რამაც გამოიწვია პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება.
ამ ეტაპზე პატრულ-ისნპექტორი თამაზ ჯოხაძე აგრძელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. პატრულ-ინსპექტორის მხრიდან შესაძლო დისციპლინური გადაცდომის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ სამსახურეობრივი შესწავლის დასრულებისთანავე შედეგები დაინტერესებული პირებისთვის ცნობილი გახდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ამავე თემაზე: