
"Სოციალური სამართლიანობის ცენტრი" ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის მოსაპოვებლად სასამართლოს მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ინფორმაციის გაცემას ფინანსთა, ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროებისგან ითხოვს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, მათ უწყებებს საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით ერთხელ უკვე მიმართეს, თუმცა ინფორმაციის გაცემისთვის დადგენილი ვადის ამოწურვის მიუხედავად, ორგანიზაციას ის არ მიუღია.
"ამჯერად, სასამართლოს ნამახვანის პროექტთან დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად მივმართეთ, როგორიცაა ფინანსთა სამინისტროს დასკვნა, პროექტის ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი, ინფორმაცია იუსტიციის სამინიტროს მიერ ნამახვანის ხელშეკრულების შესაფასებლად გამოცხადებული იურიდიული ფირმის შერჩევის პროცესის შესახებ და სხვ. Საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ყველა ეს ინფორმაცია, კანონმდებლობის მიხედვით, საჯარო ინფორმაციას წარმოადგენს და მათზე წვდომის უზრუნველყოფა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. Მიუხედავად ამისა, ეკონომიკის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროები ამ ინფორმაციას უკანონოდ და თვითნებურად მალავენ",- ნათქვამია განცხადებაში.
იუსტიციის და ეკონომიკის სამინისტროების წინააღმდეგ სარჩელის განსახილველად სასამართლო სხდომა 27 სექტემბერს ჩაინიშნა.