მზადება უკანონო ბორდერიზაციისთვის - მერეთში ოკუპანტები გამოჩნდნენ

გამოქვეყნდა:

სოფელ მერეთთან ოკუპანტები გამოჩნდნენ. საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე 
საოკუოპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ ე.წ საზღვრის გავლების მიზნით, ტერიტორია ბუჩქნარისგან გაასუფთავეს და მალე ბოძების დამონტაჟებასაც დაიწყებენ.

ფაქტს ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყების ინფორმაციით, ამოქმედებულია ევროკავშირის ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია.

პოლიცია ჟურნალისტებს ტერიტორიაზე არ უშვებს, თუმცა საოკუოაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა "მთავართან" ამბობს, რომ შეშინებულია და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

ანტისაოკუაპციო მოძრაპობის წევრის, დავით ქაცარავას განცხადებით, საოკუპაციო ძალების მოქმედება საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობის ბრალია. მისი თქმით, ოკუპანტები ბოლო დღეებში აქტიურობდნენ აფხაზეთში, ახლა კი გააქტიურდნენ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც და უახლოეს დღეებში უკანონო ბორდერიზაცია გაგრძელდება.

სოფელ მერეთში მიმდინარეობს მზადება შემოღობვისთვის. რაც ხდება, ბუნებრივია იმ არგაღიზიანების პოლიტიკის ფარგლებში ხდება, რომელსაც ატარებს ჩენი ხელისუფლება, - ამბობს ქაცარავა.

ოკუპანტების მერეთში გამოჩენას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით გამოეხმაურა. ზალკალიანის უწყება ოკუპანტებს პროვოკაციაში ადანაშაულებს და 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი