ბათუმიდან ქუთაისის კლინიკა "ბომონდში" გადაყვანილ კოვიდინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ამ დრომდე ვერ უტარდება. 31 წლის ქალს კორონავირუსის გართულებები გამო ნაყოფი დაეღუპა, ოჯახი მის გადაყვანას თბილისში ითხოვეს, ექიმები კი ამბობენ, რომ ქალმა შესაძლოა ტრანსპორტირებას ვერ გაუძლოს.
მოთხოვნა გვაქვს თბილისში გადაყვანა და ნორმალურ კლინიკაში მიღება სადაც ნორმალურად მიაქცევენ ყურადღებას. გუშინდელის შემდეგ ვარკვევთ დ ადგილი არ არის, დღეს ერთი ადგილი გამოჩნდა, თუმცა გვეუბნებიან, რომ სარსკოა გადმოყვანა.
აქ ყველანაირად თავს იზღვევენ, რომ ბუნებრივ მშობიარობასაც შეიძლება მოჰყვეს სისხლდენა და ფატალურად დასრულდეს ყველაფერი", - ამბობს ორსულის ქმარი, აკაკი ხვედელიძე.
ექიმის განმარტებით, როცა დედიმერი მაღალია ეს თრომბის განვითარებისა და სისხლდენის რისკს აჩენს. სწორედ თრომბოემბოლიის საფრთხის გამო ვერ მიჰყავთ ორსული შორ გზაზე.
ცნობისთვის, ექიმების და ეპიდემიოლოგების განცხადებით, ორსულებისთვის ვაქცინაცია უსაფრთხოა და ის ნაყოფსაც და დედასაც იცავს. ამ დროისთვის საქართველოში ორსულებს "ფაიზერით" აცრა შეუძლიათ.