5 ივლისის გადაფარვის მცდელობა? - პარლამენტში პარტნიორი ქვეყნის სიმბოლიკის დაზიანებისთვის სანქციებზე მსჯელობენ

გამოქვეყნდა:

5-6 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დროს, ევროკავშირის დროშის ორჯერ ჩამოხევის შემდეგ, პარლამენტი ფულადი სანქციების დაწესებაზე მსჯელობას იწყებს. საუბარია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც, დროშის ან სხვა ქვეყნის სიმბოლოს დაზიანებისთვის ფიზიკური პირები პირველ ჯერზე 1000 ლარით დაჯარიმდებიან, განმეორების შემთხვევაში 2000-ით, მესამეჯერ კი 15-დღიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ცვლილება ეხება ევროკავშირის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, დროშის და იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს დაზიანებას, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა აქვს. 

ოპოზიციის ნაწილი კანონპროექტის მიღებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ მსგავსი კანონი გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. მათი თქმით, კანონპროექტის მიღებით ხელისუფლება 5-6 ივლისს მომხდარ ძალადობას ვერ გადაფარავს.

მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, კი ევროპული გზა მათთვის პრიორიტეტია და კანონპროექტი მიზნად ისახავს, რომ თუკი კონკრეტული პირები ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების სიმბოლოებს კიდევ შეურაცხყოფენ, მათ მიმართ შესაბამისი სანქციები გატარდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი