51%: საქართველოში დემოკრატია არაა - NDI -ს კვლევა არჩევნებამდე 2 თვით ადრე

გამოქვეყნდა:

NDI-ს ახალი კვლევის თანახმად გამოკითხულთა 51% ამბობს, რომ საქართველოში დემოკრატია არაა. 

კითხვაზე - თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია? პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:

  • არა - 51%
  • დიახ - 35% 
  • არ ვიცი - 13% 
  • უარი პასუხზე - 1%

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შორის "ქართული ოცნების" მხარდამჭერების (18%) 69% ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიაა, 20% კი პირიქით ფიქრობს. 

ოპოზიციის მხარდამჭერთაგან (12%) 72% ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არაა, პირიქით კი მხოლოდ 21% ფიქრობს.

გამოკითხულთა იმ ნაწილში, რომლებმაც პარტია არ დაასახელეს პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა - 56% ფიქრობს, რომ დემოკრატია არაა, 28% - პირიქით.

კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს გზით ჩატარდა.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი