გამოკითხულთა 61% ხვალ რომ არჩევნები იყოს, მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს - NDI

გამოქვეყნდა:

NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს გამოკითხულთა 61% მონაწილეობას მიიღებს. 

კითხვაზე - ხვალ რომ ადგილობრივი ან თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

  • 61% - აუცილებლად მივიღებ მონაწილებას;
  • 18% - ალბათ მივიღებ მონაწილეობას;
  • 6% - ალბათ არ მივიღებ მონაწილეობას;
  • 10% - ნამდვილად არ მივიღებ მონაწილეობას;
  • 5% - არ ვიცი.

 იგივე კითხვაზე დადებითად 2020 წლის აგვისტოს კვლევაში 71% პასუხობდა.

NDI-ს კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. გამოკითხული მოსახლეობის მხოლოდ 30%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? შედეგები შემდეგია:

  • 51% - არცერთი პარტია;
  • 30% - დაასახელა კონკრეტული პარტია;
  • 19% - არ ვიცი, უარი პასუხზე.

კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს გზით ჩატარდა.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი