NDI-ს კვლევით, სახელმწიფო ინსტიტუტებში პარლამენტის საქმიანობას დადებითად მხოლოდ 10% აფასებს - ცუდად - 47%.
კითხვაზე, როგორ შეაფასებდით შემდეგი ინსტიტუტების საქმიანობას? პასუხები ასე გადანაწილდა:
გარდა ამისა, გამოკითხულთა 55% ფიქრობს, რომ პარლამენტი არ იღებს კანონებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ; 54%-ს კი არ სჯერა, რომ პარლამენტის წევრი მისი პრობლემის გადაჭრას შეეცდება.
კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს გზით ჩატარდა.
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.