ამომრჩევლის მოსყიდვა ოზურგეთში - ოპოზიციამ პროკურატურას მიმართა

გამოქვეყნდა:

გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს ოზურგეთის პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. მათი განცხადებით, "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას აგრძელებს და ამისი დამადასტურებელი აუდიო- ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, როგორ აძლევს თანხას, შტაბის წევრი, გელა ჭანუყვაძე ოცნების შტაბში კოორდინატორს.

გარდა ფულის გადაცემის კადრებისა, ასევე გავრცელდა საუბრის ჩანაწერი, სადაც ქალბატონი, რომელმაც თანხა აიღო, ადასტურებს რომ ეს ფული არა წყლის ან ხელფასისთვის იყო, რომელსაც "ოცნების" წარმომადგენლები ავრცელებდნენ, არამედ საარჩევნოდ, ხალხისთვის დასარიგებლად. წესით, პროკურატურას თავადვე უნდა დაეწყო გამოძიება ამ დანაშაულზე, მაგრამ არ გააკეთეს. ამიტომაც მივმართავთ ჩვენ და მივითხოვთ, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე. ეს რომ რომელიმე ოპოზიციურ პარტიას გაეკეთებინა და რომელიმე ოპოზიციური პარტიის ოფისში მომხდარიყო, დღეს ვიღაც ციხეში იქნებოდა. შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. პროკურატურა ვალდებულია ამაზე გამოძიება დაიწყოს" - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით მჟავანაძე.

"ქართული ოცნების" ოზურგეთის ბიუროში აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ "ქართული ოცნების" შტაბში თანხის დარიგება და წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვა სიმართლეს არ შეესაბამება.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი