NDI-ს ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 56%-ს არ აქვს ინფორმაცია როგორ დარეგისტრირდეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პორტალზე.
კითხვაზე - თუ დაგჭირდათ, იცით თუ არა როგორ დარეგისტრირდეთ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის ოლაინ პლატფორმაზე, პასუხები შემდეგია:
გარდა ამისა, გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ საკმარისი ინფორმაცია არ აქვს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესზე. იგივე კითხვას დადებითად 54% პასუხობს, 4%-მა კი არ იცის.
რაც შეეხება კითხვას, როგორ უმკლავდება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიას პასუხები შემდეგია:
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45% საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის პროცესს ცუდად აფასებს, 37% კარგად, ხოლო 18%-მა არ იცის. მიუხედავად ამისა:
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 5 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობამ - 3 310 შეადგინა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დასამარცხებლად ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოქალაქეებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ. ამჟამად საქართველოში ხელმისაწვდომია "ფაიზერის", "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "ასტრაზენეკას" ვაქცინები. ვაქცინის დასაჯავშნად შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს - booking.moh.gov.ge
კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს გზით ჩატარდა.
გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.