"ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ "არ იცის" სად არის მმართველი გუნდის საარჩევნო შტაბის უფროსი და პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
"თბილისში, საქართველოში რა ვიცი მე. მოგენატრათ?..." - ასე მიმართავს ზარქუა "მთავარი არხის" ჟურნალისტს დასმული კითხვის პასუხად.
"ირაკლი უნდა გამოჩნდეს, ერთი ირაკლიც, მეორე ირაკლიც, მესამეც...ყველა ირაკლი",- ამბობს ირაკლი ზარქუა.
"მთავარი" დღეს დილიდან ცდილობს გაარკვიოს სად გაქრა კობახიძე, რომელიც წესით წინასაარჩევნო კამპანიას უნდა ატარებდეს. ის არს მუხათგვერდის სასაფლაოზე გამოჩენილა, როდესაც აგვისტოს ომის 13 წლისთავთან დაკავშირებით, ხელისუფლების პირველმა პირებმა დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ამავე თემაზე:
წინასაარჩევნო კამპანია თავმჯდომარის გარეშე -"ოცნების" ზიზღის კამპანიას სათავეში ღარიბაშვილი ჩაუდგა