უმძიმესი კრიზისი, ნდობადაკარგული ინსტიტუტები და რეიტინგდაკარგული პარტიები - NDI-ს წინასაარჩევნო კვლევა

გამოქვეყნდა:

კვლევა რომელიც ადასრულებს- ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ დაკარგა მოსახლეობის ნდობის მანდატი და პოლიტიკურად გაკოტრებულია. ქვეყანაში, რომელიც უმრავლესობის აზრით არასწორი მიმართულებით ვითარდება დემოკრატიის ხარისხიც მნიშვნელოვნად არის გაუარესებული.

ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული გამოკითხვით ასევე დგინდება რომ მძიმე კოვიდ და ეკონომიკური კრიზისის ფონზე მოსახლეობისთვის ხელისუფლების განცხადებები წარმატებული საქმიანობის შესახებ არადამაჯერებელია.

გამოკითხულთა 52% ღარიბაშვილის კაბინეტის მუშაობას დამაკმაყოფილებლად არ თვლის. არჩვენებამდე ორი თვით ადრე, დრამატულად იკლებს ასევე პარტიების რეიტინგიც და გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ახლოს არც ერთი პარტია აღარ დგას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი