"დროა" პოლიტიკურ პარტიად ყალიბდება - ელენე ხოშტარიას გუნდი

გამოქვეყნდა:

ახალი პარტია ოპოზიციურ გაერთიანებაში - ელენე ხოშტარიას მოძრაობა "დროა" პოლიტიკურ გუნდად ყალიბდება. გაერთიანების მთავარი მიზანი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაა.

"დროას" გუნდის წევრებს შორის არიან: ბათუ ქუთელია; დავით სიხარულიძე; ნინო გოგუაძე; თამაზ ახობაძე; ნათია ლეთოდიანი; შუშანა მაცაბერიძე;

სწორედ პარტიის და თანაგუნდელების სახელით დასახელდება ელენე ხოშტარია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად.

შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია გაერთიანებული თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის ოპოზიციის საერთო კანდიდატია, თბილისის მერობის კანდიდატია - ნიკა მელია, ხოლო ვიცე-მერობის ცოტნე კობერიძე "გირჩი - მეტი თავისუფლებიდან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი