"ალმა" სარეკლამო მონოპოლისტი ხდება - თბილისის მერთან დაახლოებული ბიზნესმენების კუთვნილი კომპანია 15 წლის განმავლობაში ისარგებლებს ექსკლუზიური უფლებით განათავსოს რეკლამა დედაქალაქში ყველგან და თანაც საკუთრი შეხედულებით.
რა პრინციპით შეარჩია მერიამ კომპანია ალმა გაურკვეველია. განმარტებები როგორც ყოველთვის ბუნდოვანია, თუმცა ღია პასუხი აქვთ ხელისუფლების ოპონენტებს.
ქართული ოცნება შესაძლო კორუფციული გარიგებების ხარჯზე ერთგული ბიზნესმენების საბანკო ანგარიშებს ავსებს იმისათვის, რომ წინასაარჩევნოდ ფული ისევ ოცნების ყულაბაში დაბრუნდეს.