ეპიდსიტუაცია სტაბილურად მძიმეა, საწოლფონდთან დაკავშირებით, პრობლემაა - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში სტაბილურად მძიმე ეპიდსიტუაცია ნარჩუნდება. რაც შეეხება საწოლფონდის რესურსს, ტიკარაძე ამბობს, რომ პრობლემა ქვეყნის მასშტაბით სერიოზულია.

აქედან გამომდინარე, ერთი ქალაქიდან სხვა რეგიონში პაციენტის გადაყვანა ჯერ კიდევ პრობლემაა. როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, ამ კუთხით მნიშვნელოვანია, რომ სამედიცინო რესურსი ადგილზე იქნას გაძლიერებული.

"სტაბილურად მძიმედ ნარჩუნდება ეპიდსიტუაცია. დღესდღეობით ჩვენ გვყავს 50 000-ზე მეტი ინფიცირებული. გარდა ამისა, დღეს დაფიქსირებული რიცხვი, კვლავ ნარჩუნდება მაღალი.

ჩვენ არა მხოლოდ ბათუმში, საქართველოს მასშტაბით გვაქვს სერიოზული პრობლემა საწოლფონდთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ გვქონდა ბათუმის ჰოსპიტალურ სექტორთან შეხვედრები და მაქსიმალურად ვეცადეთ გაგვეკეთებინა იმ დამატებითი რესურსის მობილიზება, რომელიც საშუალებას იძლეოდა გვემართა სხვა ტიპის სომატური პაციენტების უსაფრთხო მკურნალობაც",-თქვა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბოლო პერიოდში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა და გარდაცვლილთა რაოდენობამ იმატა. ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლი და სექტორის წარმომადგენლები მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებს.

ჯანდაცვა უკვე აქტიურად განიხილავს საველე ჰოსპიტალბის მოწყობასაც.

საქართველოში დღე კორონავირუსის 5 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი
 


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი