"სოციალური მაშველი" - ევროპულმა საქართველომ მასშტაბური კამპანია დაიწყო. პარტია მოსახლეობას მიმართავს თუ აქვს ინფორმაცია კორუფციის, სახელმწიფო სახსრების ფლანგვის შესახებ, ასევე პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაზე პარტიის ცხელ ხაზზე დარეკონ:
"თუ პოლიტიკური ნიშნით გითხოვენ სამსახურიდან, ან გართმევენ სოციალურ დახმარებას, ან ამით გემუქრებიან, - დაგვირეკეთ ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე 0322 800 222 ან მიმართეთ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ევროპული საქართველოს ოფისებს. ევროპული საქართველოს „სოციალური მაშველი“ დაიცავს ყველა ადამიანს, ვინც საჭიროებს დაცვას.“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.
როგორც პარტიაში ამბობენ, მსგავსი ფაქტები წინასაარჩევნო პერიოდში "ქართულმა ოცნებამ" ტრადიციად აქცია:
"დარბიან თავად სოციალური სამსახურის ჩინოვნიკებიც. ვხედავთ, როგორ დარბის მაგალითად სამეგრელო-ზემო სვანეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი, ავთო ცქვიტაია ღამ- ღამობით სოფელ-სოფელ სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაშინებლად.
მანამდე, სანამ რეჟიმს დავამარცხებთ, ჩვენ ერთად უნდა დავუპირისპირდეთ იმ ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობას, რასაც ქართული ოცნება კორუფციითა და დაშინებით ინარჩუნებს" განაცხადა ნონიაშვილმა.