აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსახურმა, "ოპერატიული ინფორმაციის" საფუძველზე, ტყვარჩელში, საქართველოს მოქალაქე ვახტანგ სონგულია დააკავა. ე.წ. უწყების ცნობით, დაკავებულის სახლის ჩხრეკისას 23 ვაზნა, ხელყუმბარა RGD -5 აღმოაჩინეს.
მათივე ინფორმაციით, "სონგულია აფხაზეთის სამამულო ომის დროს, გალის მილიციის თანამშრომელი იყო და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ჯარებს ეხმარებოდა".
საქართველოს მოქალაქე გალის იზოლატორშია გადაყვანილი.