საქალაქომ ელენე ხოშტარიას სასამართლო ჩანიშნა - "დროას" ლიდერი მიმოწერას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, 11 ივლისის ინციდენტთან დაკავშირებით, 15 სექტემბერს საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩაუნიშნეს. საუბარია სავარაუდოდ,  კანცელარიის შენობის წითლად შეღებვაზე.

მას შემდეგ, რაც ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს, ხოშტარიამ პროტესტის მიზნით მთავრობის ადმინისტრაციას წითელი საღებავი შეასხა.

ხოშტარიას სასამართლოდან დღეს, 13 აგვისტოს დაუკავშირდნენ. მიმოწერა პოლიტიკოსმა Facebook-ზე გაავრცელა. ხოშტარიამ უწყების წარმომადგენელს უთხრა, რომ ის სასამართლოს პატივს არ სცემს და სასამართლოდან სატელეფონო ზარებს არ უპასუხებს.

 

11 ივლისს, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. 5 ივლისს ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წარმომადგენლები მას სასტიკად გაუსწორდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი