ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნაცნობი დაჭრა - შსს ქობულეთში მომხდარზე

გამოქვეყნდა:

ქობულეთში მომხდარ დაჭრაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით საქმეზე 1984 წელს დაბადებული გ.გ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ნაცნობი - 1996 წელს დაბადებული ბ.მ. ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილ მამაკაცს შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე, ქობულეთში დააკავა. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებსდღეს დილით, ქობულეთში, პოლიციის შენობის წინ ერთი პირი დაჭრეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი