20 ივნისს დაზარალებულ, დათო ფარადაშვილს დაფინანსება შეუწყვიტეს - ფარდაშვილი, რომელიც გავრილოვის ღამეს, სიკვდილს შემთხევით გადაურჩა, 2 წელია სრულფასოვან ცხოვრებას ვერ უბრუნდება და ახლაც ჯოხით გადაადგილდება.
მან უმძიმესი დაზიანებები თავის არეში მიიღო, რის შემდეგაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. დათო ფარადაშვილი დიდი ხნის განმავლობაში, კომაში იყო, მოძრაობა და ლაპარაკი კი მხოლოდ მკურნალობის ხანგრძლივი კურსის შემდეგ შეძლო.
ახლა ფარადშვილს, რეაბილიტაციის კურსი სჭირდება, თუმცა მოულოდნელად ხელისუფლებამ დაფინანსება შეუწყვიტა.
დროს წელავენ, ოღონდ რატომ არ ვიცი. მე ჩუმად ვიყავი აქამდე, თავს ვარიდებდი ინტერვიუებს, არ მინდოდა, დაძაბულ ვითარებას უფრო მეტი შემატებოდა ჩემი პოზიციით... შარშან, იანვარში გასაკეთებელი ოპერაციისთვის, სექტემბერში გამიშვეს გერმანიაში. წინასაარჩევნო პერიოდი იყო, რომ მე კამერებთან არ გამოვჩენილიყავი. ჩემი შეგრძნებაა, რომ საარჩევნოდ მომიშორეს, მომაშორეს აქაურ მედიას, რომ არ გახსენებოდა ხალხს წინასაარჩევნოდ რა მოხდა 20 ივნისს, გავრილოვის ღამეს", - ამბობს ფარადაშვილი.
დათო ფარადაშვილის ისტორიაზე ვრცელ რეპორტაჟს, "მთავარის" 9-სააათიან გამოშვებაში ნახავთ.