ლაშა ჩხარტიშვილი კალაძეს მოუწოდებს აკრძალვის ნაცვლად, ტრანსპორტის რაოდენობა გაზარდოს

გამოქვეყნდა:

ახალ რეგულაციებს ლეიბორისტული პარტიის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ხელისუფლების კიდევ ერთ შეცდომას უწოდებს. ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ტრანსპორტის აკრძალვა კოვიდვითარების მართვაში გამოსავალი არ არის და მოუწოდებს თბილისის მერს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვის ნაცვლად, გაზარდონ ტრანსპორტის რაოდენობა და რეგულაციების დაცვა გააკონტროლონ მკაცრად.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი განმარტავს, ეს არის მოქალაქეების დაშინება და ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.

დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტი 14 აგვისტო - 4 სექტემბრის პერიოდში არ იმოძრავებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი