ღარიბაშვილი 2024 წლისთვის მოსახლეობას ისევ 24-საათიან წყალმომარაგებას ჰპირდება

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს ისევ 24-საათიან წყალმომარაგებას ჰპირდება - ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ახმეტის მერობის კანდიდატის ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2024 წელს, საქართველოს ყველა ქალაქში 24-საათიანი წყალმომარაგების სისტემა იქნება.

"ჩვენი დაპირებით და ჩვენი გეგმის მიხედვით, 2024 წელს ყველა ქალაქში იქნება 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგების სისტემა აწყობილი", - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი